Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კარიერული განვითარების პროგრამა Boot-Camp Grant Thornton-ში

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია - გრანთ თორნთონ საქართველო აცხადებს მიღებას საგანმანათლებლო-დასაქმების პროგრამაზე. ჩვენი მიზანია პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მივცეთ როგორც სტუდენტებს, ასევე კარიერული განვითარების სურვილის მქონე ადამიანებს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 თვე

მდებარეობა: თბილისი

პროგრამის განმავლობაში, წარმატებული მონაწილეები გაივლიან კურსს Grant Thornton-ის წამყვანი ექსპერტებისგან

რას გთავაზობთ:

• ინტენსიური პროფესიული გადამზადების კურსი Grant Thornton Academy-ის წამყვანი სპეციალისტებისგან;

• პრაქტიკული გამოცდილება რეალურ ბიზნეს პროექტებზე;

• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამა;

• მოქნილი სასწავლო გრაფიკი;

• წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების შესაძლებლობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან მომიჯნავე სფეროებში;(განიხილებიან კურსდამთავრებულებიც);

• ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);

• საოფისე პროგრამების ცოდნა;

• ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.

უპირატესობად ჩაითვლება:

• სხვა უცხო ენების ცოდნა;

• გუნდური მუშაობის გამოცდილება;

• პრობლემების გადაჭრის უნარი;

• მაღალი მოტივაცია პროფესიული განვითარებისთვის.

შერჩევის პროცესი:

1. რეზიუმეების გადარჩევა

2. პროფესიული ტესტირება

Grant Thornton საქართველო უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის განურჩევლად ასაკის, სქესის, ეროვნების, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სათაურში მიუთითეთ: "კარიერული განვითარების პროგრამა Grant Thornton-ში"

პროგრამის დაწყება: ივლისი, 2025

რეზიუმეს გამოსაგზავნი ლინკი:

კარიერული განვითარების პროგრამა Boot-Camp Grant Thornton-ში

 

თარიღი: 08/07/2025